ჩოგბურთი

11:27 | 14.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოქროსთვის დელ პოტრო მარეის გაეჯიბრება

რიოს საჩოგბურთო ოლიმპიადაზე ერთეულთა თანრიგის ფინალში ერთმანეთს არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო ენდი მარეის შეხვდება.

ნახევარფინალში დელ პოტრომ რაფაელ ნადალი უმძიმეს ბრძოლაში 5:7, 6:4, 7:6 დაამარცხა. პირველ სეტში 6:5-ზე რაფას სასარგებლოდ ესპანელი ბრეიკს აკეთებს და 1:0 დაწინაურდა. მეორე სეტში არგენტინელი ერთი ბრეიკით ანგარიშს ათანაბრებს. გადამწყვეტ მესამე პარტიაში დელ პოტრო 5:4-ს იგებდა და მატჩზე აწვდიდა, თუმცა რაფამ მოახერხა უკუბრეიკის შესრულება და მატჩი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც არგენტინელმა 7:5 მოიგო და ფინალში გავიდა.

დელ პოტროს მეტოქე 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი ბრიტანელი ენდი მარეი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში იაპონელი კეი ნიშიკორი მარტივად 6:1 6:4 აჯობა.

მესამე ადგილისთვის მატჩში ნადალი ნიშიკორის დაუპირისპირდება, შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური მატჩი დელ პოტრო მარეი 22:30 საათზეა ჩანიშნული.

0.115525