ჩოგბურთი

10:32 | 14.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

პუიგმა ოქროს მედალი მოიგო

მსოფლიოს 34-ე ნომერმა პუერტო-რიკოელმა მონიკა პუიგმა მოულოდნელად ჯერ ოლიმპიადის ფინალში გააღწია და შემდეგ იქ გერმანელი ანგელიკა კერბერი 6:4, 4:6, 6:1 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა. მესამე გადამწყვეტ სეტში პუიგი მეტად აგრესიული და შემტევი გახდა და კერბერი უშანსოდ დატოვა. მონიკამ 99 გათამაშება მოიგო, ხოლო ანგელიკამ 87. პუიგი პუერტო-რიკოს ისტორიაში გახდა პირველი სპორტსმენი ვინც ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა.

მესამე ადგილისთვის მატჩში ჩეხმა პეტრა კვიტოვამ ამერიკელი მედისონ ქისი 7:5, 2:6, 6:2 დაამარცხა. როგორც პეტრასთვის ასევე კერბერისთვის და პუიგისთვის პირველი ოლიმპიური მედლები იყო.

0.117868