ფეხბურთი

18:48 | 13.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდიო რანიერი: “ლესტერი” დღეს გუნდი არ იყო”

ინგლისის ჩემპიონ “ლესტერის” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი პრემიერლიგის 2016-2017 წლების სეზონის პირველ ტურში მისი გუნდის თამაშით გაწბილებულია. “ჰალ სიტისთან” სენსაციური მარცხის (1:2) შემდეგ იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მის შეგირდებს გუნდურობა აკლდათ.

“დღეს “ჰალმა” უკეთ ითამაშა. ჩემს ფეხბურთელებს მონდომებას ვერ დავუწუნებ, თუმცა ჩვენს გუნდი არ ვიყავით, ყველა ინდივიდუალურად ცდილობდა ყველაფრის გადაწყვეტას. დავუშვით შეცდომები და ახლა ამაზე ფიქრი მოგვიწევს. მოთამაშეებს ვუთხარი, რომ ეს სეზონი წინაზე გაცილებით რთული იქნება და ისინი ერთად უნდა შეიკრან, გასულ სეზონში დავამტკიცეთ, რომ კარგი გუნდი ვართ, ახლა ეს უნდა გავიმეოროთ” - განაცხადა მატჩის შემდეგ რანიერიმ.

0.120908