ფეხბურთი

11:15 | 13.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” პაკო ალკასერი თითქმის გაიფორმა

კატალონიის “ბარსელონაში” 22 წლის თავდამსხმელი პაკო ალკასერი ითამაშებს. როგორც კატალონური გამოცემა “მუნდო დეპორტივო” წერს, “ვალენსიას” პრეზიდენტი პეტერ ლიმი ახლახან ბარსელონაში იმყოფებოდა, სადაც სწორედ ესპანელი ფორვარდის “კამპ ნოუზე” გადაბარგების დეტალები პირადად შეათანხმა.

წყაროს ინფორმაციით, ალკასერის “ბარსაში” გადასვლა უახლოეს ხანებში ოფიციალურ სახეს მიიღებს. “ვალენსიას” ანგარიში აღნიშნული გარიგების შედეგად 30 მილიონი ევროთი შეივსება და ამასთან, იჯარით შემტევ მუნირსაც მიიღებს.

პაკო ალკასერი “ვალენსიას” აღზრდილია და ერთი სეზონი იჯარით “ხეტაფეში” აქვს გატარებული. გასულ სეზონში მან ლა ლიგაში ჩატარებულ 34 შეხვედრაში 13 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112639