ჩოგბურთი

20:54 | 12.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძე ტიტულის გარეშე დარჩა

ქართველმა ჩოგბურთელმა გიორგი ცივაძემ თელავში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირი ტიტულის გარეშე დაასრულა.

ცივაძემ ერთეულთა ტურნირის ნახევარფინალში მე-3 ნომრად განთესილ ლიტველ ლუკას მუგევიჩიუსთან 4:6, 6:3, 2:6 წააგო.

წყვილთა შეჯიბრის ფინალში მე-3 განთესვის მქონე ცივაძე და უზბეკი შოფაიზიევი მე-2 რეიტინგით მოასპარეზე ავსტრალიურ დუეტთან (ფანკუტი-რობინსი) 6:3, 3:6, 11:13 დამარცხდნენ.

0.118174