საბერძნეთის საფეხბურთო ჩემპიონატი, შესაძლოა, დაგეგმილ დროს არ დაიწყოს. ქვეყნის წამყვანი კლუბები “პანათინაიკოსი”, პაოკი და აეკი ჩემპიონატის დაწყებას ბოიკოტს უცხადებენ. ამის მიზეზი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებაა, რომელმაც უეფასთან შეთანხმების მიუხედავად, მატჩებზე მსაჯების დანიშვნის სისტემის შეცვლაზე უარი თქვა.
“არ გვსურს დანაშაულებრივი ორგანიზაციის ნაწილი ვიყოთ. ჩემპიონატი ხელებგასვრილი ხალხის ხელმძღვანელობით და მოედანზე მათნაირი მსაჯებით არ უნდა დაიწყოს” - აცხადებენ აღნიშნული კლუბების წამომადგენლები.
საბერძნეთის ჩემპიონატის 2016/2017 წლების სეზონის პირველი ტური 20 აგვისტოსაა დაგეგმილი.