რუსეთის ფეხბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად სტანისლავ ჩერჩესოვი დანიშნეს. როგორც “სპორტ ექსპრესი” იტყობინება, 52 წლის სპეციალისტი გუნდს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დასრულებამდე უხელმძღვანელებს. ჩერჩესოვის სამწვრთნელო შტაბში გინტარას სტაუჩე, მიროსლავ რომაშენკო და ვლადიმირ პანიკოვი იმუშავებენ.
ჩერჩესოვმა სამწვრთნელო კარიერა 2004 წელს ავსტრიულ “კუფშტაინში” დაიწყო, წვრთნიდა ასევე ავსტრიულ “ტიროლს”, რუსულ “სპარტაკს”, “ჟემჩუჟინას”, “ტერეკს”, “ამკარს”, “დინამოს”, ბოლოს კი პოლონურ “ლეგიას” ხელმძღვანელობდა.
სტანისლავ ჩერჩესოვმა რუსეთის ნაკრების სათავეში ლეონიდ სლუცკი შეცვალა, რომელიც ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ თანამდებობოდან დაითხოვეს.