სხვა

1:07 | 11.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ასანიძე: “დაასვენეთ სპორტსმენები”

ბოლო პერიოდში რიოში მყოფი ქართველი ძალოსნების მიმართ სოციალურ ქსელებში და პირადი კონტაქტებით ზედმეტი აქტიურობის გამო, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

გიორგი ასანიძე: “მივმართავ თხოვნით ყველას. გთხოვთ, ოლიმპიადის დროს, ნუ შეაწუხებთ ჩვენს სპორტსმენებს. მათ კარიერაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია და თქვენ მათ დასვენებისთვის, ენერგიის აღსადგენად აუცილებელ დროს ართმევთ. გაითვალისწინეთ ჩემი თხოვნა და მიეცით სპორტსმენებს მშვიდად ვარჯიშის და დასვენების საშუალება. მადლობას გიხდით გაგებისთვის”.

0.117118