ქართველი მშვილდოსანი იულია ლობჟანიძე ოლიმპიურ თამაშებზე 1/32-ფინალის დაძლევასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა, ბოლო ნაბიჯის გადადგმა ვეღარ მოახერხა.
ლობჟანიძემ ფავორიტად შერაცხულ მექსიკელ ალეხანდრა ვალენსიას 2 სეტი მოუგო (28:25, 28:27) და 4:0 დაწინაურდა, თუმცა, შემდეგ ზედიზედ 3 სეტი დათმო (26:27, 27:28, 27:29) და საბოლოოდ, 4:6 დამარცხდა.
დღესვე, თბილისის დროით 23:57 საათზე ბრძოლაში ქრისტინე ესებუა ჩაერთვება. მისი მეტოქე ინდოელი დეეპიკა კუმარი იქნება.