სხვა

22:47 | 10.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბაზაძის დასანანი მარცხი

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე რიოს ოლიმპიურ თამაშებს მერფვედფინალში გამოეთიშა, არადა, ერთ-ერთი ფავორიტის დამარცხებამდე სულ ცოტა დააკლდა.

შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში სანდრომ ბრაზილიელი რენცო აგრესტა 15:3 გაანადგურა, მერვედფინალში კი მსოფლიო რეიტინგში მე-2 ადგილზე მყოფ სამხრეთკორეელ ჯუნგვან კიმთან 14:15 წააგო.

მიუხედავად ამ მარცხისა, 23 წლის ქართველი მოფარიკავის გამოსვლას მაინც წარმატებული უნდა ვუწოდოთ.

0.159979