ნბა-ში გამობრძმედილი ამერიკელი მცველი შეინ ლარკინი თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩას” რიგებში ჩაირიცხა. ესპანური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, კონტრაქტი მომავალ სეზონზეა გათვლილი.
ლარკინი 2013 წლის დრაფტზე მე-18 ნომრად “ატლანტა ჰოუქსმა” აირჩია, მას შემდეგ კი, “დალასში”, “ნიუ იორკსა” და “ბრუკლინში” თამაში მოასწრო,
გასულ სეზონში 23 წლის კალათბურთელმა “ნეთსის” მაისურით 78 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 7.3 ქულას, 2.3 მოხსნას, 4.4 პასს და 1.2 ჩაჭრას აგროვებდა.