ფლორენციის “ფიორენტინამ” კოლუმბიის ნაკრების წევრი კარლოს სანჩესი დაიმატა. ამის შესახებ იტალიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. 30 წლის სანჩესი ფლორენციაში დღეს ჩავა და კონტრაქტსაც გააფორმებს. იგი “არტემიო ფრანკიზე” დამდეგ სეზონს იჯარის წესით გაატარებს. კოლუმბიელი ფეხბურთელი აქამდე ჩემპიონშიპში გავარდნილ ბირმინგემის “ასტონ ვილაში” თამაშობდა.
კარლოს სანჩესს “დანუბიოს”, “რივერ პლეიტის”, “ვალანსიენისა” და “ელჩეს” ღირსებაც დაუცავს. კოლუმბიის ნაკრებში კი დღემდე 66-ჯერ აქვს ნათამაშები.