ინგლისის ჩემპიონმა “ლესტერ სიტიმ” მთავარ მწვრთნელ კლაუდიო რანიერის ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც “მელიების” ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება, იტალიელი სპეციალისტი ლესტერში 2020 წლის 30 ივნისამდე იმუშავებს. რანიერის ძველ ხელშეკრულებას ყავლი 2017 წლის ზაფხულში გასდიოდა.
“ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ვაგრძელებ ბრძოლას გუნდთან ერთად. მინდა, გასული სეზონის მსგავსად წელსაც სასწაულები მოვახდინოთ. აქ მოსვლის პირველივე წუთიდან ვიცოდი და მსურდა, რომ დიდხანს დავრჩენილიყავი”, - თქვა რანიერიმ.
კლაუდიო რანიერი “ლესტერში” სეზონში 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მან “მელიები” ერთი წლის წინ ჩაიბარა და პირველივე სეზონში გუნდს პრემიერლიგა მოაგებინა. შესაბამისად, ახლა “ლესტერს” ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევს თამაში. სხვათა შორის, გასულ უიქ-ენდზე რანიერის გუნდმა ინგლისის სუპერთასზე “მანჩესტერ იუნაიტედთან” წააგო, თორემ კლაუდიოს მოღვაწეობა პატარა ინგლისური გუნდში უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა.