სხვა

19:47 | 9.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნარიმანიძე 1/32-ფინალში დამარცხდა

ქართველი მშვილდოსანი ხათუნა ნარიმანიძე 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს 1/32-ფინალში გამოეთიშა.

რიოს სამბოდრომოზე გამართულ შეხვედრაში ნარიმანიძე უკრაინელ ლიდია სიჩენიკოვას გაეჯიბრა და 1:7 (25:25, 24:25, 24:27, 27:28) დამარცხდა.

10 აგვისტოს საქმეში კიდევ ორ ქართველ მშვილდოსანს ვიხილავთ. იულია ლობჟანიძე მექსიკელ ალეხანდრა ვალენსიას გაეჯიბრება, ქრისტინე ესებუას მეტოქე კი ინდოელი დეეპიკა კუმარი იქნება.

0.115327