კალათბურთი

19:24 | 9.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ანტეტოკოუნმპო შერმადინთან და ბურჯანაძესთან ერთად

ესპანური “მორაბანკ ანდორა”, რომლის რიგებშიც ქართველი კალათბურთელები გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე ირიცხებიან, მომდევნო სეზონისთვის კიდევ ერთი მოთამაშით გაძლიერდა.

ანდორელებთან კონტრაქტი გააფორმა ბერძენმა ფორვარდმა ტანასის ანტეტოკოუნმპომ, რომელიც უკვე ნბა-ში გამობრძმედილი იანის ანტეტოკოუნმპოს ძმაა.

25 წლის ტანასისმა გასული სეზონი ნბა-ს დ-ლიგაში გაატარა, სადაც საშუალოდ 12.3 ქულას, 5.1 მოხსნას და 1.8 პასს აგროვებდა.

ამას გარდა, ანდორელთა ახალწვეული 10-დღიანი კონტრაქტით “ნიუ იორკ ნიქსშიც” იყო და ნბა-ში 2 მატჩის ჩატარება მოასწრო.

ცნობისთვის, 2014 წლის დრაფტზე ნიუ იორკელებმა ტანასისი 51-ე ნომრად აირჩიეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12021