ფეხბურთი

13:17 | 9.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელები: ხორვატიის ნაცვლად ლიტვასთან

2 და 4 სექტემბერს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს ორი ამხანაგური მატჩი ჰქონდა დაგეგმილი ხორვატიასთან. სამწუხაროდ, ხორვატებმა შეთანხმება დაარღვიეს და თარიღების შეცვლა მოითხოვეს, რასაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არ დათანხმდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა ოპერატიულად მოახერხეს ახალი მეტოქის მოძებნა და უკვე საბოლოოდ გადაწყდა, რომ ხორვატიის ნაცვლად ჩვენი 19-წლამდე ნაკრები ლიტვას გაეჯიბრება. მატჩები 2 და 4 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

სფფ-ის პრესსამსახური

0.072821