ფეხბურთი

19:53 | 8.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში: “იუვე” “ბარსას” სიმაღლეზე დგას”

ტურინის “იუვენტუსის” ბრაზილიელი ახალწვეული დანი ალვეში ახალი გუნდით აღფრთოვანებულია. როგორც მან “ვესტ ჰემთან” (3:2) მატჩის შემდეგ თქვა, სადაც მისი ტურინული დებიუტი შედგა, “იუვენტუსი” არაფრით ჩამოუვარდება კატალონიის “ბარსელონას”.

“მე დავტოვე უდიდესი გუნდი და მივედი იგივე დონეზე მდგარ გუნდში – “იუვენტუსი” “ბარსელონას” სიმაღლეზეა, თავისი ფეხბურთელებით, გამარჯვებული ისტორიით, გულშემატკივრებით. არმგონია, რომ ნაბიჯი უკან გადავდგი, რადგან ასეთ შემთხვევაში “იუვენტუსს” არ ავირჩევდი. აქ ნამდვილი ჩემპიონები თამაშობენ და მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გადიან.

დებიუტი ძალიან მომეწონა, თან მოვიგეთ. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე გამარჯვება ყველაზე მნიშვნელოვანი არაა, მაგრამ მაინც სასიხარულოა, როდესაც იგებ, თუნდაც ამხანაგური თამაში იყოს”, - უთხრა ბრაზილიელმა “ტუტოსპორტს”.

შეგახსენებთ, დანი ალვეში “იუვენტუსს” ერთი თვის წინ კატალონიის “ბარსელონადან” შეუერთდა თავისუფალი აგენტის სტატუსით და ტურინულ გრანდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

0.113522