ფეხბურთი

20:16 | 6.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძე – ამჯერად დუბლი

გიორგი არაბიძეს უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ყველა მატჩში გოლი გააქვს. მესამე ტურში, დონეცკის “შახტარის” ქართველმა შემტევმა “ოლექსანდრიასთან” დუბლი შეასრულა. 5:0 იმარჯვეს დონეცკელებმა. წინა შეხვედრებში გიორგიმ თითო-თითო გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გაახერხა.

იმედია, არაბიძეს გარჯა დაუფასდება და “შახტარის” მწვრთნელი პაულუ ფონსეკა ძირითად გუნდში დააბრუნებს. მითუმეტეს, ფონსეკა ფეხბურთელებით მთლად კმაყოფილი ვერ უნდა იყოს, შვეიცარიის “იანგ ბოიზთან” გავარდა გუნდი და ჩემპიონთა ლიგიდან ევროპის ლიგისკენ იცვალა გეზი.

0.111769