ვეტერანი ესპანელი თავდამსხმელი ფერნანდო ლორენტე კარიერას უელსურ “სუონსი სიტიში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინგლისის პრემიერლიგის ბინადარი გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად გვამცნობს. 31 წლის შემტევმა “სუონსისთან” 2-წლიანი კონტრატს მოაწერა ხელი.
ლორენტემ გასული სეზონი ესპანურ “სევილიაში” გაატარა, თუმცა თავი მაინცდამაინც ვერ გამოიჩინა და ლა ლიგაში ჩატარებულ 23 მატჩში მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე იგი ტურინის “იუვენტუსში” ირჯებოდა, კარიერის საუკეთესო პერიოდი კი ბილბაოს “ატლეტიკში” აქვს გატარებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
wels dzaan magari epl gvelodeba, amdeni gundi gadzlierda, chelsi man utd city arsenali liverpuli totenhemi west hemi lesteri, eseni yvela otxeulistvis ibrdzoleben kak minimum da mgoni aramarto eseni
ვესტ ბრომვიში, სუონსი, ასტონ ვილა
ყველა იბრძოლებს ჩემპიონობისთვის მაგრად გაძლიერდნენ პროსტა ლიგაზე ნებისმიერი ნორმალური გუნდი პირში მისცემს ამ გაძლიერებულებს ამათ