ფეხბურთი

22:41 | 5.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “მილანმა” პარაგვაელი მცველი დაიმატა

იტალიურმა “მილანმა” 23 წლის პარაგვაელი მცველი გუსტავო გომესი დაიმატა. ამის შესახებ “როსონერის” ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. ლომბარდიულ გრანდს აღნიშნული ტრანსფერი 8 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო თავად ფეხბურთელმა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ “მილანში” ვითამაშებ. მწვრთნელის განკარგულებაში მომდევნო კვირიდან ვიქნები. ეს ტრანსფერი ძალზე სწრაფად გაიჩარხა – სამ დღეში”, - თქვა გომესმა.

პარაგვაის ნაკრების უკანახაზელი ბოლო ორი წლის განმავლობაში არგენტინულ “ლანუსში” თამაშობდა, მანამდე კი მშობლიურ “ლიბერტადში” ირჯებოდა. გუსტავო გომესი ჯანლუკა ლაპადულას შემდეგ “მილანის” მეორე ახალწვეულია მიმდინარე ზაფხულში.

0.118953