ფეხბურთი

21:07 | 5.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბერლუსკონიმ "მილანი" 740 მილიონად გაასხვისა

“მილანში” სილვიო ბერლუსკონის ხანა დასრულებულია – საქმე ისაა, რომ დღეს, ლომბარდიული გრანდში ჩინური ინვესტიცია ოფიციალურად ჩაიდო. კერძოდ, ბერლუსკონიმ “როსონერის” აქციათა 99.93% (თითქმის მთლიანი წილი) ჩინელ ბიზნესმენ ჰან ლის მიასხვისა.

“პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ ხელი მოაწერა Fininvest-ის მმართველ დირექტორ დანილო პელეგრინოსთან ერთად “მილანის” ჰან ლიზე მისყიდვას. არსებული ხელშეკრულებით “როსონერის” აქციათა 99.93% მის ხელში გადადის. აღნიშნული გარიგება 740 მილიონი ევრო დაჯდა”, - ნათქვამია Fininvest-ის ოფიციალურ განცხადებაში.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფაჯრისას ჩინელი ინვესტორები ტრანსფერებისთვის 100 მილიონ ევროს გამოყოფენ. აქედან 15 მილიონი კი, “მილანმა” უკვე გადაიხადა “ლანუსის” პარაგვაელ მცველ გუსტავო გომესში.

რაც შეეხება ბერლუსკონის – მან “მილანი” 80-იანი წლების დასაწყისში შეიძინა და სწორედ მის სახელს უკავშირდება ამ გუნდის ოქროს წლები. “მილანმა” ბერლუსკონის ხელმძღვანელობის პერიოდში ხუთჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და მის რიგებშიც არაერთ ლეგენდარულ ფეხბურთელს უთამაშია.

0.110975