ფეხბურთი

15:06 | 5.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზიელინსკი “ნაპოლის” ფეხბურთელია

პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და აწ უკვე “უდინეზეს” ყოფილი ფეხბურთელი პიოტრ ზიელინსკი კარიერას იტალიურ “ნაპოლიში” გააგრძელებს. ამის შესახებ ნეაპოლელთა ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება.

22 წლის ნახევარმცველი იტალიაში 2013 წლიდან მოყოლებული თამაშობს. იგი “უდინეზეს” საკუთრება იყო, მაგრამ გასული სეზონი იჯარით “ემპოლიში” გაატარა, საიდანაც კარგი თამაშით მიიქცია კიდეც “ნაპოლის” ყურადღება.

პიოტრ ზიელინსკის დღემდე იტალიის სერია A-ში 82 თამაშში 5 გოლი აქვს გატანილი. პოლონეთის ნაკრებში კი მის ანგარიშზე 16 მატჩი და 3 გოლია.

0.113759