ჟერემი მენეზმა მარჯვენა ყურის ოპერაცია გაიკეთა. როგორც “ბორდოს” ვებგვერდი იტყობინება, ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებს ფრანგი შემტევი მოედანზე დაბრუნებას.
“ჟერემის გაუკეთდა ყურის ოპერაცია, რომელიც წარმატებით დასრულდა. გვინდა ვუსურვოთ მას სწრაფად გამოჯანმრთელება და იმედია, მოედანზე მალე ვიხილავთ”, - წერს ჟირონდული გუნდის საიტი.
შეგახსენებთ, მენეზი “ბორდოში” სამი დღის წინ გადაბარგდა და პირველ ამხანაგურ მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო. კერძოდ, “ლორიენის” ფეხბურთელ დიდიე ნდონგთან შეჯახებისას მარჯვენა ყურის ნახევარი დაკარგა.