კალათბურთი

23:15 | 4.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა “ანდორა” გაძლიერებას განაგრძობს

ესპანური “მორაბანკ ანდორა”, რომლის რიგებშიც ქართველი კალათბურთელები გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე ირიცხებიან, მომავალი სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს. ანდორულმა კლუბმა კონტრაქტები ნაჩო მარტინს და ოლივერ სტევიჩს გაუფორმა.

33 წლის მარტინი, რომელიც მძიმე ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს, გასულ ჩემპიონატში “ესტუდიანტესის” რიგებში ირიცხებოდა და მადრიდელთა ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ. მისი საშუალო მონაგარი 14 ქულა და 7 მოხსნა იყო.

რაც შეეხება 32 წლის სერბ ფორვარდ ოლივერ სტევიჩს, მან გასული სეზონი “ფუენლაბრადაში” გაატარა და საშუალოდ 7 ქულას და 4 მოხსნას აგროვებდა.

“სტევიჩის შემატებით, შეიძლება ითქვას, რომ გუნდის წინა ხაზმა სოლიდური სახე მიიღო. ოლივერი შერმადინთან, მარტინთან და ბურჯანაძესთან ერთად, თამაშს კარგად დააბალანსებს”, - აღნიშნა “მორაბანკ ანდორას” სპორტულმა დირექტორმა ფრანსესკ სოლანამ.

ამ დროისთვის, ანდორულ კლუბში 9 საკმაოდ ძლიერი კალათბურთელი ირიცხება: გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე, დავიდ ნავარო, გუილ კოლომი, დავიდ იელინეკი, ენდრიუ ალბისი, ტომას შრეინერი, ნაჩო მარტინი და ოლივერ სტევიჩი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.131606