სხვა

14:55 | 4.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ოლიმპიელთა ასპარეზობის განრიგი

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებზე საქართველოს დელეგაცია 40 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი, რაც სარეკორდო მაჩვენებელია საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ.

ქართველი ოლიმპიელები სპორტის 13 სახეობაში მიიღებენ მონაწილეობას: ძიუდო (8 სპორტსმენი), თავისუფალი ჭიდაობა (6), ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (5), მძლეოსნობა (5), ძალოსნობა (4), მშვილდოსნობა (3), ტყვიის სროლა (2), ცურვა (2), ბატუტზე ხტომა (1), მხატვრული ტანვარჯიში (1), ფარიკაობა (1), ჩოგბურთი (1), კანოე (1).

ქართველ ოლიმპიელთა შორის 2 ოლიმპიური ჩემპიონია (ნინო სალუქვაძე 1988, ლაშა შავდათუაშვილი 2012), 2 – ოლიმპიური პრიზიორი, 4 – მსოფლიოს ჩემპიონი, 19 – ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი.

ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გამოცდილება აქვე 12 სპორტსმენს. მერვე ოლიმპიადაზე გამოვა ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, მეოთხე ოლიმპიადაზე – მშვილდოსანი ხათუნა ნარიმანიძე, მესამეზე – ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა და მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა.

ოლიმპიური თამაშების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა ნინო სალუქვაძის შვილი, 18 წლის ტყვიის მსროლელი ცოტნე მაჭავარიანი. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც სპორტსმენის სტატუსით მონაწილეობს დედა და შვილი.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი იქნება.

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშა 2 აგვისტოს აღიმართა. ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი კი 6 აგვისტოს დილას, თბილისის დროით 02:55 საათიდან “მარაკანას” სტადიონზე დაიწყება.

5 აგვისტოდან ოლიმპიურ თამაშებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი გადასცემს.

ქართველ სპორტსმენთა გამოსვლის განრიგი

ძიუდო (6-12 აგვისტო)

ამირან პაპინაშვილი (60 კგ) – 6 აგვისტო

ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) – 7 აგვისტო

ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) – 8 აგვისტო

ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) – 9 აგვისტო

ვარლამ ლიპარტელიანი (90) – 10 აგვისტო

ბექა ღვინიაშვილი (100) – 11 აგვისტო

ადამ ოქრუაშვილი (+100) – 12 აგვისტო

ესტერ სტამი (70) – 10 აგვისტო

ბერძნულ რომაული და თავისუფალი ჭიდაობა (14 -21 აგვისტო)

ბ/რ ჭიდაობა (14-16 აგვისტო)

ზურაბ დათუნაშვილი (75) – 14 აგვისტო

რობერტ კობლიაშვილი (85) – 15 აგვისტო

იაკობ ქაჯაია (130) – 15 აგვისტო

შმაგი ბოლქვაძე (66) – 16 აგვისტო

რევაზ ნადარეიშვილი (98) – 16 აგვისტო

თავისუფალი ჭიდაობა (19-21 აგვისტო)

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) – 19 აგვისტო

იაკობ მაქარაშვილი (74) – 19 აგვისტო

სანდრო ამინაშვილი (86) – 20 აგვისტო

გენო პეტრიაშვილი (125) – 20 აგვისტო

ზურაბ იაკობაშვილი (65) – 21 აგვისტო

ელიზბარ ოდიკაძე (97) – 21 აგვისტო

ძალოსნობა (13-16 აგვისტო)

ანასტასია გოტფრიდი (+75) – 15 აგვისტო

გიორგი ჩხეიძე (105) – 15-16 აგვისტო (წილისყრის მიხედვით)

ირაკლი თურმანიძე (+105) – 16 აგვისტო

ლაშა ტალახაძე (+105) – 16 აგვისტო

მშვილდოსნობა (5-12 აგვისტო)

ხათუნა ნარიმანიძე

ქრისტინე ესებუა

იულია ლობჟანიძე

ცურვა (6-13 აგვისტო)

ირაკლი ბოლქვაძე

თეონა ბოსტაშვილი

ტყვიის სროლა (6-14 აგვისტო)

ნინო სალუქვაძე, ცოტნე მაჭავარიანი

ფარიკაობა (6-14 აგვისტო)

სანდრო ბაზაძე

ჩოგბურთი (6-14 აგვისტო)

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბატუტზე ხტომა (12-13 აგვისტო)

ლუბა გოლოვინა

მძლეოსნობა (12-21 აგვისტო)

დავით ხარაზიშვილი (მარათონი)

ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა)

ლაშა თორღვაიძე (სამხტომი)

ბენიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა)

ვალენტინა ლიაშენკო (სიმაღლეზე ხტომა)

კანოე (სპრინტი) 15-20 აგვისტო

ზაზა ნადირაძე

მხატვრული ტანვარჯიში (19-21 აგვისტო)

სალომე ფაჟავა

www.msy.gov.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.143611