კალათბურთი

22:50 | 3.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სან ანტონიო” კარის გადაბირებას ეცდება

“სან ანტონიო სპურსი” ეცდება 2017 წელს “გოლდენ სტეიტის” ლიდერი სტეფ კარი გადაიბიროს. ნბა-ს ერთ-ერთ ვარსკვლავს “უორიორსთან” მიმდინარე კონტრაქტის ვადა სწორედ მაშინ ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

სხვა საქმეა, რომ თავად “გოლდენ სტეიტი” კარის შესანარჩუნებლად მაქსიმუმის გაღებას აპირებს. სტეფი მიმდინარე სეზონში ხელფასის სახით 12 112 359 დოლარს იღებს, რაც შესაძლოა, ახალ ხელშეკრულებაში კიდევ გაიზარდოს.

0.115514