ფეხბურთი

20:00 | 3.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “ინტერმა” კანდრევა დაიმატა

რომის “ლაციოს” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ანტონიო კანდრევა ამიერიდან მილანის “ინტერში” ითამაშებს. ამის შესახებ ლომბარდიული გრანდის ვებგვერდი ოფიციალურად გვამცნობს. 29 წლის ნახევარმცველმა “ნერაძურისთან” კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

“მე ნამდვილად ამაყი და ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ყოველთვის მსურდა, “ინტერში” თამაში და დიდი ემოციაა ახლა ჩემთვის აქ ყოფნა. მადლობას ვუხდი “ლაციოს” იმ წლებისთვის, რომელიც ამ გუნდის მაისურში გავატარე. ამჟამად კი თამაში “სან სიროზე” და “ინტერისტების” თვალწინ მომიწევს”, - თქვა კანდრევამ წარდგენისას.

ანტონიო კანდრევას საკლუბო კარიერაში 379 თამაში აქვს ჩატარებული და 55 გოლი გაუტანია, ხოლო იტალიის ეროვნულ ნაკრებში მის ანგარიშზე 40 მატჩი და 4 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113971