ფეხბურთი

18:08 | 3.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

მიოლერი ქვილითაიაზე: “4-წლიანი კონტრაქტი ხუთშაბათს გაფორმდება”

თბილისის “დინამოს” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი გიორგი ქვლითაია ვენის “რაპიდში” სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის. როგორც ავსტრიული გუნდის სპორტულმა დირექტორმა ანდრეას მიოლერმა ჟოდინოს “ტორპედოსთან” ევროპა ლიგის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თქვა, ყველაფერი თუ კარგად ჩაივლის, 22 წლის ფორვარდი კონტრაქტს ხუთშაბათს გააფორმებს.

“ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ხელშეკრეულებასთან. ფეხბურთელი უკვე ვენაშია და მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის. თუ ამის შემდეგ ყველაფერი რიგზე იქნება, ოთხწლიან კონტრაქტს ხუთშაბათს გავაფორმებთ”, - განაცხადა მიოლერმა.

შეგახსენებთ, გიორგი ქვილითაია გასულ სეზონში საქართველოს უმაღლესი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, “რაპიდს” კი თავის მხრივ ცენტრფორვარდის პოზიციაზე არ ულხინს და სწორედ ამიტომაც ავსტრიელებმა მისი შეძენით გამოსავალი მოძებნეს.

0.113094