ჭიდაობა

19:11 | 3.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები რიოში 8 აგვისტოს გაემგზავრება

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ოლიმპიადისათვის მზადების დასკვნით ეტაპს გაფართოებული შემადგენლობით დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე გადის, რომელიც უკვე დასასრულს უახლოვდება.

შეგახსენებთ რომ რევაზ მინდორაშვილის ნაკრები ოლიმპიურ თამაშებზე სრულის გუნდით მიიღებს მონაწილეობას. 5 აგვისტოს დუშეთში საკონტროლო შეხვედრები გაიმართება, 6-ში კი შეკრება დასრულდება, ჩვენი ნაკრები რიო-დე-ჟანეიროში 8 აგვისტოს გამთენიისას გაემგზავრება.

57 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

65 კგ - ზურაბ იაკობიშვილი

74 კგ - იაკობ მაქარაშვილი

86 კგ - სანდრო ამინაშვილი

97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე

125 კგ - გენო პეტრიაშვილი

19 აგვისტო - 57, 74 კგ

20 აგვისტო - 86, 125 კგ

21 აგვისტო - 65, 97 კგ

www.wrestling.ge

0.114555