სხვა

16:15 | 3.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ გაბრიჩიძე: “ლაშა ტალახაძე ერთ-ერთი საუკეთესოა და ყველას ძალიან გვინდა, რომ მედალი აიღოს”

თბილისში ჩატარებული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის დროს, ქართულ ძალოსნობას უამრავი ფედერაცია უჭერდა მხარს. მათ შორის იყო კალათბურთის ფედერაციაც. ამ ფედერაციის პრეზიდენტი, მიხეილ გაბრიჩიძე რიოდან ჩვენი ნაკრების დიდ წარმატებას ელოდება.

მიხეილ გაბრიჩიძე: „ბოლო პერიოდში ძალოსნობა საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული, მისაბაძი ფედერაციაა. ყველაფერი ფასდება შედეგით, ინფრასტრუქტურის განვითარებით და შენი საერთაშორისო დაფასებით. ამ მხრივ, ძალოსნობის ფედერაცია ძალიან კარგად მუშაობს. ორი დიდი ტურნირის მასპინძლობა უკვე დიდი წარმატებაა.

ძალიან ვგულშემატკივრობ მთელ ჩვენ ნაკრებს რიოში. შედეგებით, ლაშა ტალახაძე ერთ-ერთი საუკეთესოა და ყველას ძალიან გვინდა, რომ მედალი აიღოს. მინდა მოვიკითხო კახი კახიაშვილი, რომელიც იდეალური სპორტსმენის, კარგი მეგობრის მაგალითია. ძალოსნები ჩვენი მეგობრები არიან“.

საქართველოს ნაკრები რიოს ოლიმპიადაზე ოთხი სპორტსმენით (ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე, გიორგი ჩხეიძე, ანასტასია გოტფრიდი) იქნება წარმოდგენილი.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეს-ცენტრი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115221