აწ უკვე “მილანის” ყოფილი ფეხბურთელი კევინ პრინს ბოატენგი “ლას პალმასის” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ ესპანური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. 29 წლის განელი ნახევარმცველი პირინეიზე თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა და გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ბოატენგმა გასული სეზონი “მილანში” გაატარა, მაგრამ სათადარიგო სკამზე იჯდა და თამაშიც შესაბამისად თითქმის არ უწევდა. ისე კი, “როსონერის” რიგებში მას 114 თამაშში 18 გოლი გაუტანია.