ფეხბურთი

15:48 | 2.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მენეზი სამშობლოში დაბრუნდა

ჟერემი მენეზი “ბორდოს” ფეხბურთელია. ამის შესახებ ჟირონდული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. 29 წლის ფეხბურთელმა “ბორდოსთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში ანაზღაურების სახით 2.5 მილიონ ევროს მიიღებს.

ჟერემი სამშობლოში ორწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ბოლო ორი სეზონი კი, “მილანში” გაატარა, თუმცა განსხვავებულად – პირველ წელს იგი გუნდის ბომბარდირი იყო 33 მატჩში გატანილი 16 გოლით, ხოლო მერე ტრავმა მიიღო, რის გამოც გასული სეზონი მთლიანად ჩაუვარდა. მენეზს საფრანგეთში აქამდე “სოშოს”, “მონაკოსა” და “პარი სენ ჟერმენის” ღირსება დაუცავს.

0.137862