ფეხბურთი

16:31 | 2.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფანები მოურინიოს აკრიტიკებენ

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივრები გუნდის მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან. საქმე ეხება გერმანელი ნახევარმცველის ბასტიან შვაინშტაიგერის სარეზერვო გუნდში გადაყვანას და პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებას, რომ ეს ფეხბურთელი მის გეგმებში არ შედის. ამავდროულად, გავრცელებული ინფორმაციით, შვაინშტაიგერი ახალი გუნდის ძიებას უკვე შეუდგა. ქომაგები კი მოუწოდებენ მოურინიოს გერმანელი ფეხბურთელი გუნდში დატოვოს.

შვაინშტაიგერმა გასულ სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში 20 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130941