ფეხბურთი

23:35 | 1.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთელის ნაცვლად კალათბურთელი

ესპანური “ბარსელონა” საინტერესო გაცვლას გეგმავს. კატლონიელები მცველ დუგლასის პრიმერა დივიზიონში აღზევებულ “ალავესში” გაშვებას აპირებენ, სანაცვლოდ კი... საკალათბურთო “ლაბორალ კუჩადან” ადამ ჰანგას მიღება სურთ.

უკეთ განვმარტოთ. “ალავესის” პრეზიდენტი ხოსე კერეხეტა “ლაბორალ კუჩას” მფლობელიც გახლავთ, ამდენად, საფეხბურთო-საკალათბურთო გაცვლა მისთვის პრობლემა არაა.

ცნობისთვის, 25 წლის დუგლასი “ბარსელონაში” 2014 წლიდან ირიცხებოდა, თუმცა, ესპანურ გრანდში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება მსუბუქ ფორვარდ ჰანგას, ის თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩას” ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116714