ჩოგბურთი

22:41 | 1.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიადას ციბულკოვაც გამოტოვეს

სლოვაკი ჩოგბურთელი დომინიკა ციბულკოვა იმ სპორტსმენთა რიცხვს შუერთდა, რომლებიც 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ვერ იასპარეზებენ.

სამედიცინო შემოწმების თანახმად, 27 წლის ჩოგბურთელს, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზე იმყოფება, მარცხენა ფეხზე ანთებითი პროცესი აქვს. ექიმთა ვარაუდით, დომინიკას მომჯობინებისთვის 7-10 დღე სჭირდება, ეს კი იმის მომასწავებელია, რომ ის ოლიმპიადის სტარტისთვის მწყობრში ვერ იქნება.

“ძლიერი ანთება მაქვს. ექიმებმა ნათლად მიმანიშნეს, რომ ახლა კორტზე გასვლა არ შეიძლება”, - განაცხადა ციბულკოვამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113327