სერბეთის კალათბურთელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის მილოშ ტეოდოსიჩის ხელის თითის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და გამთამაშებელი ნაკრებს ოლიმპიადის პირველსავე შეხვედრაში დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ მილოშმა თითი არგენტინასთან ამხანაგურ შეხვედრაში დაიზიანა და ოლიმპიადაზე ვენესუელასთან გასამართ პირველ მატჩში ტეოდოსიჩის თამაში სათუო გახლდათ.
სერბეთი ვენესუელას შეხვედრა 7 აგვისტოს თბილისის დროით 05:30 საათზე დაიწყება.