ფეხბურთი

16:06 | 1.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეას მიულერი: “ქვილითაიას დიდი პოტენციალი აქვს”

ვენის “რაპიდის” სპორტულმა დირექტორმა ანდრეას მიულერმა განაცხადა, რომ თბილისის “დინამოსთან” კლუბი ყველაფერზე შეთანხმდა და გიორგი ქვილითაიას სამედიცინო შემოწმების გავლაღა სჭირდება. ქვილითაია და მისი აგენტი გოგა გახოკიძე ვენაში დღეს მიემგზავრებიან.

“ყველა დეტალზე შევთანხმდით. ახლა თბილისიდან წერილობით დასტურს ველით. კმაყოფილი ვარ, რადგან ქვილითაიას დიდი პოტენციალი აქვს” – თქვა მიულერმა, რომელიც 2000-2009 წლებში “შალკეს” დირექტორატში გახლდათ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილსაც კარგად იცნობს.

ავსტრიის ყველაზე ტიტულოვან და პოპულარულ კლუბს ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელარუსის “ჟოდინო” ჰყავს მეტოქედ. პირველი მატჩი ბელარუსში 0:0 დასრულდა. “რაპიდი” ქვილითაიას ჯგუფურ ეტაპამდე მაინც ვერ ათამაშებს – უფლება არ აქვს, რადგან ფეხბურთელს თბილისის ‘დინამოში” აქვს ნათამაშები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე.

ამჟამად ქვილითაიას საზარდული აწუხებს, თუმცა უმნიშვნელოდ. როგორც გაირკვა, “დინამო” თავიდან მილიონ ევროზე მეტს ითხოვდა ქვილითაიაში, თუმცა მოლაპარაკებების შედეგად, “რაპიდს” ეს ტრანსფერი უფრო იაფი დაუჯდება.

0.118331