ქართველების არნემის "ვიტესი" განაგრძობს წინასასეზონო მზადებას. არნემელებმა მორიგი ამხანაგური მატჩი ინგლისის ჩემპიონშიფის ბინადარ "ნიუკასლ იუნაიტედთან" გამართეს და 2:3 დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ 62-ე წუთზე ინგლისელთა კარში გოლის გატანა ქართველმა გურამ კაშიამ მოახერხა - მან მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. "კაჭკაჭები" შეხვედრის მიმდინარეობისას 3:0 იგებდნენ, მაგრამ ჰოლანდიურმა გუნდმა დიდი ანგარიშით მარცხი თავიდან აირიდა.
"ვიტესის" კაპიტანმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. მის მსგავსად სასტარო შემადგენლობაში იყო ვაკო ყაზაიშვილიც, თუმცა მოედანზე მხოლოდ პირველი ტაიმი დაჰყო.