ფეხბურთი

15:38 | 30.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “ატლეტიკომ” გამეირო გაიფორმა

მადრიდის “ატლეტიკომ” შეტევა გააძლიერა – როგორც “როხიბლანკოს” ვებგვერდი გვამცნობს, ამიერიდან “ვისენტე კალდერონზე” ფრანგი თავდამსხმელი კევინ გამეირო ითამაშებს. 29 წლის ფორვარდმა “ატლეტიკოსთან” 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ტრანსფერი მოსალოდნელიც იყო, რადგან გუშინ მადრიდელებმა “სევილიაში” არგენტინელი ლუსიანო ვიეტო გაასხვისეს.

კევინ გამეირო “სევილიაში” 2013 წლიდან მოყოლებული თამაშობდა და გასულ სეზონში 52 მატჩში თავი 27-ჯერ გამოიჩინა. მანამდე კევინი სამშობლოში ირჯებოდა, კერძოდ, პსჟ-ს, “ლორიენისა” და “სტრასბურის” რიგებში.

0.112391