მინო რაიოლა მსოფლიოს გაოცებას განაგრძობს – მაშინ, როცა ყველა პოლ პოგბას “მანჩესტერში” გადასვლაზე საუბრობს, მისმა აგენტმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე სენსაციური პოსტი განათავსა, რომელშიც აცხადებს, რომ ყველაფერი იტალიური და ინგლისური მედიის მოგონილია.
“ჟურნალისტები არიან, როგორ თუთიყუშები – კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეული არაა. ეს ყველაფერი იტალიელი და ინგლისელი ჟურნალისტების მოგონილია, ვინ მოასწრებს პირველი და ვინ იქნება უარესი”, - დაწერა რაიოლამ.
დღეს გავრცელებული ცნობით, პოგბას ლოს ანჟელესში სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო, მაგრამ მერე ასევე გაჩნდა ინფორმაცია აღნიშნულის ჩაშლის შესახებ. სხვათა შორის, პოგბას სამედიცინო შემოწმება უკვე ორჯერ ჩაეშალა “იუნაიტედში”...