ფეხბურთი

13:46 | 29.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

შვაინშტაიგერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

გერმანელმა ბასტიან შვაინშტაიგერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ “ბასტიმ” საკუთარი ტვიტერის გვერდზე დაწერა.

“მადლობა გულშემატკივრებს, გუნდს, ფედერაციას, მწვრთნელებს, რომელიც მყავდა – მქონდა შესაძლებლობა 120-ჯერ ჩამეცვა ჩემი ქვეყნის ნაკრების მაისური. ნამდვილად ისტორიული იყო 2014 წლის მუნდიალის მოგება და ჩემთვის ეს დაუვიწყარია. თუმცა, ახლა მართებული ნაბიჯია ნაკრები დავტოვო. მინდა წარმატება ვუსურვო გერმანიის ნაკრებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში”, - თქვა შვაინშტაიგერმა.

32 წლის ბასტიან შვაინშტაიგერს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2004 წელს. რუდი ფიოლერის დროს ჰქონდა. მას მერე მან “ბუნდესნაკრების” რიგებში 120-ჯერ ითამაშა და 25 გოლი გაიტანა. გახდა მსოფლიოს ჩემპიონი 2014 წელს, ხოლო 2008 წელს ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი. ბასტიანი რეკორდსმენია ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპბზე ჩატარებული მატჩები მიხედვითაც, რომელიც მან ცოტა ხნის წინ, საფრანგეთში გამართული ტურნირზე დაამყარა.

0.125618