მსოფლიოს ნომერ მე-16 ჩოგბურთელი შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი რიოს ოლიმპიადას გამოტოვებს, აღნიშნული ინფორმაცია თავად ჩოგბურთელმა ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა.
“სამწუხაროდ რიო ოლიმპიადაზე ვერ ვითამაშებ. ტრავმირებული ხელი აღარ მაწუხებს, მაგრამ დაზიანების მოშუშების პერიოდში სათამაშო ფორმიდან ამოვარდი და ოლიმპიადისთვის მომზადება ვეღარ მოვახერხე”- განაცხადა ბენჩიჩმა.
რიოს საჩოგბურთო ოლიმპიადა 6-14 აგვისტოს გაიმართება.