ჩოგბურთი

20:44 | 27.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძე მერვედფინალშია

თელავში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის პირველ წრეში გამარჯვება იზეიმა გიორგი ცივაძემ. ქართველმა ჩოგბურთელმა ბრაზილიელ ჩაიო სილვას 4:6, 6:1, 6:4 სძლია და მერვედფინალში მე-4 ნომრად განთესილ რუს ვიქტორ ბალუდას ეთამაშება.

ძირითადი ბადის საწყის შეხვედრას ხვალ ჩაატარებს შოთა მეფარიძე, რომელსაც ტურნირის ორგანიზატორებმა “უაილდ ქარდი” უბოძეს. მისი მეტოქე ასევე “უაილდ ქარდის” მქონე რუსი ალექსეი ბარიშევი იქნება.

სამწუხაროდ, კვალიფიკაციის გავლა ვერ მოახერხეს გუგა თავაძემ, გიორგი რევაზიშვილმა, ვაჟა შუბლაძემ და გიორგი ჯავახიშვილმა.

წყვილთა ტურნირში შუბლაძემ და სომეხმა მიკაელ ავეტისიანმა რუს ხალანსკის და აზერბაიჯანელ მანაფლის 6:2, 6:1 სძლიეს და მეოთხედფინალში პირველი რეიტინგის მქონე უნგრულ-ლიტვურ დუეტს (ბორსოსი-მუგევიჩიუსი) გაეჯიბრებიან.

ცივაძემ და უზბეკმა შონიქმატჯონ შოფაიზიევმა რუსებთან – ბალუდასთან და ვასილიევთან 6:7 (0:7), 7:5, 8:10 წააგეს. რაც შეეხებათ მეფარიძეს და კანადელ დავიდ ვოლფსონს, ისინი ფრანგ პეტისთან და უბიერგოსთან 2:6, 4:6 დამარცხდნენ.

0.117318