ფეხბურთი

11:59 | 27.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტოჰირი: "მანჩინი ჩვენი მწვრთნელია, იკარდი რჩება"

მილანის "ინტერის" პრეზიდენტმა ერიკ ტოჰირმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან მიცემულ ინტერვიუში მაურო იკარდის და რობერტო მანჩინის შესახებ ისაუბრა. ინდონეზიელმა ბიზნესმენმა დაადასტურა, რომ ფეხბურთელი და მწვრთნელი გუნდში რჩებიან.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანჩინიმ და იკარდი შესაძლოა კლუბიდან წავიდნენ.

"იკარდის გაყიდვას არ ვაპირებთ. ჩვენ შემოთავაზება "ნაპოლისგან" გვქონდა, თუმცა წინადადება არ მივიღეთ. არგენტინელი ჩვენი კაპიტანია და მასთან მუშაობით ბედნიერები ვართ. რობერტო მანჩინი ჩვენი მწვრთნელია. იტალიელი ამერიკაში გუნდს ავარჯიშებს და მისი მჯერა. ჩვენ ერთი გუნდი ვართY." - განაცხადა აზიელმა.

"ინტერი" წინასასეზონო შეკრებას აშშ-ში გადის. მანჩინი გუნდს "ესტუდიანტესთან" 28 ივლისს გასამართი ამხანაგური მატჩისთვის ამზადებს.

0.523162