პოლ პოგბას ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, მაიამიში დღეს “მანჩესტერ იუნაიტედში” სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო, თუმცა... თუმცა, როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა “მარკა” წერს, ბოლო მომენტში ყველაფერი ფრანგი ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ ჩაშალა.
პოგბასთვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მაიმიში იტალიელ ექიმ იტალო ლინფანტეს უნდა შეემოწმებინა, მაგრამ როგორც ჩანს, რაიოლას თავში დაჰკრა და ყველაფერი გააუქმა – წყაროს ოფიციალური მიზეზი ჯერ არ დაუსახელებია.
ვინ იცის, იქნებ პატივცემულმა მინომ გადაიფიქრა თავისი კლინეტის “იუნაიტედში” გაშვება, ანაც თანხა ეცოტავა. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და იქნებ მალე, პოგბა-“იუნაიტედის” გაწელილ ისტორიასაც დაესვეს წერტილი...