ამერიკელმა და პოლონელმა კალათბურთელებმა ჯერემი პარგომ და მაჩიეი ლამპემ, რომელთაც არაერთ ცნობილ კლუბში უთამაშიათ, მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღეს და ჩინურ “შენჟენ ლეოპარდსს” მიაშურეს.
30 წლის პარგომ გასული სეზონი იტალიურ “ვენეციაში” გაატარა, მანამდე კი, თელ-ავივის “მაკაბის”, მოსკოვის ცსკა-ს, “მემფისის”, “კლივლენდის” და “ფილადელფიას” ღირსებას დაუცავს. საინტერესოა, რომ ჯერემი ჩინეთის ჩემპიონატში 2015 წელსაც გამოჩნდა და რამდენიმე შეხვედრა “ჟეიანგ ლაიონსის” მაისურით ჩაატარა.
არანაკლებ საინტერესო კარიერა ჰქონდა პოლონეთის ნაკრების 31 წლის ცენტრ ლამპეს. მაჩიეის “რეალში”, “ფინიქსში, “ნიუ ორლეანში”, “ოკლაჰომა სიტიში”, “ჰიუსტონში”, “ხიმკიში”, თელ-ავივის “მაკაბიში”, “უნიკსში”, “კახა ლაბორალში”, “ბარსელონასა” და “ბეშიქთაშში” უთამაშია.