ათენის “პანათინაიკოსმა” ამერიკელ მცველ კეი სი რივერსთან კონტრაქტი გააფორმა. ბერძნული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ის “მწვანეების” ღირსებას “1+1” სისტემით დაიცავს.
29 წლის რივერსი გასულ სეზონში მადრიდის “რეალის” და მიუნხენის “ბაიერნის” ღირსებას იცავდა, მიმდინარე ზაფხულიდან კი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა.