გონსალო იგუაინი “იუვენტუსის” ფეხბურთელია. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია გამოცემები ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებენ. როგორც ცნობილი გახდა, არგენტინელმა ფორვარდმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, გუშინ მადრიდში და უახლოეს ხანებში “ბებერ ქალბატონთან” კონტრაქტს ხელსაც მოაწერს.
“ტუტოსპორტს” თუ დავუჯერებთ, გონსალო “იუვეში” ხელფასის სახით სეზონში 7.5 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო მისი ყოფილი კლუბი “ნაპოლი” კი 94.7 მილიონ ევროს – როგორც ჩანს, ტურინული გრანდი ამ ოდენობის თანხის გადახდას საბოლოოდ მაინც დასთანხმდა.
სწორედ ამის გამო, იტალიური მედია ვარაუდობს, რომ პოლ პოგბა “მანჩესტერში” გადავა, რადგან ხსენებული თანხის ამოღებას “იუვენტუსი” სწორედ ამ გზით მოახერხებს.