ფეხბურთი

16:41 | 23.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

მოიესმა “სანდერლენდი” ჩაიბარა

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “სანდერლენდს” ამიერიდან გამოცდილი შოტლანდიელი სპეციალისტი დევიდ მოიესი გაწვრთნის. ამის შესახებ “შავი კატების” ვებგევრდი ოფიციალურად იუწყება.

“ჩვენ აბსოლუტურად ბედნიერები ვართ დევიდ მოიესის გუნდში მოსვლით. ეს იყო დიდი ისტორია, სანამ საბოლოო არევანს გავაკეთებდით. მოიესის მთავარი მწვრთნელობა “სანდერლენდისთვის” ფანტასტიური ინფორმაციაა”, - თქვა კლუბის პრეზიდენტმა ელის შორტმა.

ახალი სამსახურის პოვნის შემდეგ კომენტარი თავად მოიესმაც გააკეთა:

“მოვედი დიდებულ გუნდში, რომელსაც შესანიშნავი გულშემატკივრები ჰყავს. დრო უკვე აღარ გვაქვს და მხოლოდ პრემიერლიგის დაწყებაზე ვფიქრობთ. მინდა, რომ სემ ელერდაისის მიერ დაწყებული კარგი სამუშაო გავაგრძელო”, - განაცხადა მოიესმა.

დევიდ მოიესი ბოლოს ესპანურ “რეალ სოსიედადში” მუშაობდა, ხოლო მანამდე “მანჩესტერ იუნაიტედში”, თუმცა წარუმატებლად. რაც შეეხება მის საუკეთესო პერიოდს, იგი უდაოდ ლივერპულის “ევერტონს” უკავშირდება. დევიდმა “სანდერლენდის” თავკაცის პოსტზე ინგლისის ნაკრებში წასული სემ ელერდაისი ჩაანაცვლა.

0.109228