ფეხბურთი

12:33 | 23.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციომ" ლუკაკუ გაიფორმა

იტალიის სერია A-ს ბინადარმა რომის “ლაციომ” ბელგიის ნაკრების მცველი ჯორდან ლუკაკუ გაიფორმა. ამის შესახებ რომაული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. 23 წლის განაპირა მცველის სანაცვლოდ იტალიელებმა “ოსტენდეს” 5 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი გადაურიცხეს.

“კმაყოფილი ვარ ისეთ დიდ გუნდში მოხვედრით, როგორიც “ლაციოა” – ამჟამად იტალიურ ენას კარგად ვერ ვფლობ, თუმცა სამ თვეში პირობას გაძლევთ, ავითვისებ. აქ ყოფნით კი, ძალიან ბედნიერი ვარ და გუნდს მაქსიმალურად დავეხმარები. ფორცა “ლაციო”, - განაცხადა წარდგენისას ბელგიელმა მცველმა.

ჯორდან ლუკაკუ ლივერპულის “ევერტონის” ფორვარდის, რომელუს უმცროსი ძმა გახლავთ. მან ბოლო სეზონი “ოსტენდეს” რიგებში გაატარა და გასულ სეზონში 26 მატჩში 2 გოლის გატანასთან ერთად 7 საგოლე გადაცემის შესაძლებლობაც ჰქონდა. ბელგიის ნაკრებში კი, ცოტა ხნის წინ, ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109396